ნიკოლ ფაშინიანი – ევროკავშირს სომხეთზე გავლენის არანაირი ბერკეტი არ აქვს

13:37, 07.08.2026

ევროკავშირს სომხეთზე გავლენის არანაირი ბერკეტი არ აქვს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის მტკიცებით, თუ ვინმეს აქვს სომხეთზე ზეწოლის ბერკეტი, ეს არ არის ბრიუსელი, დასავლეთი, სამხრეთი ან აღმოსავლეთი.

„რაც შეეხება სომხეთის პოლიტიკას, ეს სიახლე არ არის: ჩვენ, ყველა სახელმწიფოს მსგავსად, დივერსიფიკაციის პოლიტიკას ვატარებთ. ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი