ნიკოლ ფაშინიანი - ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევს
ნიკოლ ფაშინიანი - ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევს

სომხეთმა მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ირანსა და საფრანგეთს გადაუსწრო და თითქმის რუსეთის მაჩვენებელს მიუახლოვდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„თუ ეს ტემპი გაგრძელდება, სომხეთი მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის დონეს მიაღწევს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში იზრდება მძიმე და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვი, ასევე – გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.

მან კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდა მოსახლეობაში პასუხისმგებლობის დაბალ დონეს და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაუცველობას დაუკავშირა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ, ხელების დეზინფექციისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.