ნიკოლ ფაშინიანი – ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და რეგიონული მოვლენები განიხილეს.
აღნიშნულის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„პრეზიდენტ ერდოღანთან სტამბოლში მქონდა სიღრმისეული მოლაპარაკებები. განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები და მდგრადი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
Had in-depth exchange with President @RTErdogan in Istanbul. Discussed the Armenia–Türkiye normalization process, regional developments, and the importance of sustained dialogue.
Armenia remains committed to building peace and stability in our region. pic.twitter.com/6tytLWMfzB
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) June 20, 2025