ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი შესაძლოა, 29 მარტს ვენაში შეხვდნენ

20:59, 25.03.2019

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შესაძლოა, ერთმანეთს 29 მარტს ვენაში შეხვდნენ.

ინფორმაციას სომხური მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ავსტრიის დედაქალაქში შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობით გაიმართება.

მსგავსი