ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ გვაქვს გამოწვევები, მათ შორისაა ჩვენი ურთიერთობები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, რომლებსაც განვიხილავთ
ჩვენ გვაქვს გამოწვევები, მათ შორისაა ჩვენი ურთიერთობები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, რომლებსაც განვიხილავთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური დინამიზმის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ. ერთი მეორისგან გამომდინარეობს; ისინი ურთიერთდაკავშირებულია. ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემები იმედს გვაძლევს, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ინფლაციური ტენდენციები გლობალური პროცესების ნაწილია.