ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არ უარვყოფთ, რომ კომუნიკაციების განბლოკვის თემა სომხეთის ინტერესებისთვის რისკებს შეიცავს
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არ უარვყოფთ, რომ კომუნიკაციების განბლოკვის თემა სომხეთის ინტერესებისთვის რისკებს შეიცავს

ჩვენ არ უარვყოფთ, რომ კომუნიკაციების განბლოკვის თემა სომხეთის ინტერესებისთვის რისკებს შეიცავს, ამიტომ მთავრობის პროგრამა აღნიშნავს, რომ განბლოკვის საკითხი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ქვეყნის სხვა ინტერესები ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს, – აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომეხი ლიდერის თქმით, კომუნიკაციების გახსნის თაობაზე არც 2020 წლის 9 ნოემბრის და არც 2021 წლის 11 იანვრის შეთანხმებებში არ არსებობს არცერთი ფორმულირება სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის შექმნის შესახებ.

„საუბარი სხვა რამეზეა. სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთამდე გზა და ირანთან სატრანსპორტო კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა მიიღოს, ხოლო საპასუხოდ აზერბაიჯანმა ნახჭევანთან სატრანსპორტო კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

აქვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გადაიდგმება ნაბიჯები სომხურ-რუსული პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით. გაღრმავდება თანამშრომლობა რუსეთთან „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“, დსთ-ისა და სხვა ფორმატების გამოყენებით.