ნიკოლ ფაშინიანი - ბაქოს პროვოკაციები სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას ისახავს მიზნად
ნიკოლ ფაშინიანი - ბაქოს პროვოკაციები სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას ისახავს მიზნად

ბაქოს პროვოკაციები სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ისევე როგორც ერთი წლის წინ, სომხეთი დღესაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენი რეგიონი ჩაერთო ესკალაციის ახალ რაუნდში, რასაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. ამაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანია, რომლის სამხედრო პროვოკაცია მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას“, – თქვა ფაშინიანმა.