ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი ყარაბაღიდან სომხების განდევნაა
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი ყარაბაღიდან სომხების განდევნაა

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ძალადობის შეწყვეტა, აზერბაიჯანმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსთან“ განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად საუკეთესო გზა საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაა.

წამყვანის კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი თავდასხმების შესაწყვეტად, ფაშინიანი აცხადებს: „რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაველოდებით, როდის განახორციელებს ჩვენი ხალხის გენოციდს. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს. ჩვენი ქმედება, ყარაბაღის ქმედება მხოლოდ თავდაცვაა“.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანს არ სურს კომპრომისზე წასვლა და მათი მიზანი ყარაბაღიდან სომხების განდევნაა.

„მათი ერთადერთი მიზანია, ეთნიკური წმენდა განახორციელონ ადამიანების, რომლებიც მოსახლეობის 80%-ზე მეტს შეადგენენ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.