ნიკოლ ფაშინიანი - აუცილებელია მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის განახლება, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით
ნიკოლ ფაშინიანი - აუცილებელია მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის განახლება, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით

აზერბაიჯანი სისტემატურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე გამოსვლისას.

„44-დღიანი ომის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ყარაბაღში მცხოვრები ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა. ადგილი ჰქონდა სამხედროების დასჯას, არაერთხელ დაირღვა საერთაშორისო ნორმები. ამ ქმედებების შედეგად ყარაბაღის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა, სომეხი ერი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეძლო მასობრივი დანაშაულის აღკვეთა. დღეს არც ერთი სომეხი არ ცხოვრობს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიებზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სომხეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.

„ამ მხრივ, ჩვენ წინადადებით გამოვდივართ, დაუყონებლივ დასრულდეს სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა ტყვეების დაბრუნების პროცესი. ასევე, აუცილებელია მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის განახლება, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი