ნიკოლ ფაშინიანი - აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად
ნიკოლ ფაშინიანი - აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად

აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის ხელისუფლებას არასდროს ჰქონია ამბიციები ტავუშის რეგიონის ოთხ სოფელთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად.

„ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, გზავნილი არის ის, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს პრეტენზია საერთაშორისოდ აღიარებული, სუვერენული ტერიტორიის გარეთ, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ ნახსენები სოფლების ტერიტორიებზე, სოფელი ყიზილ ჰაჯილი კი დღეს 100 პროცენტით აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვას, თუ სად არის სომხეთის საზღვარი და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანიც გადადგამს ნაბიჯს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.