ნიკოლ ფაშინიანი - ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ ღია საზღვრებით, დაკავშირებული არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით
ნიკოლ ფაშინიანი - ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ ღია საზღვრებით, დაკავშირებული არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით

სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტური გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა.

„ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები არსებობენ ღია საზღვრებით, დაკავშირებული არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით. სწორედ ამიტომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობგადამტანი, ელექტორგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და აშენებით. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტური გზა სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დაკავშირებისთვის საქართველოს პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერმა ისაუბრა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპზე. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.