ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას არ განიხილავს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას არ განიხილავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას არ განიხილავს.

ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენს დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობა არ განუხილავთ.