ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიუღია
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიუღია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა მოსკოვიდან არ მიუღია.

ინაუგურაციაზე დასწრების მიწვევა მივიღე თურქეთის პრეზიდენტისგან, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტისგან“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფაშინიანის თქმით, პრესკონფერენცია, რომელსაც ატარებდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსკოვში გამართული ღონისძიება.

სომხეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ არც 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

„გასულ წელს გამართულ 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღე და არ ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა ყოველ წელს უნდა მივიღო. თქვენ არ მოგეჩვენებათ უცნაურად, რომ სომხეთის ლიდერი ყოველ წელს ესწრებოდეს 9 მაისის აღლუმს?“ – იკითხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.