ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია – ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩემს დღის წესრიგში სხვა საკითხი არ დგას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველმა პირებმა ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს. მოსახლეობის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.