ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის გაყიდვის საკითხი, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, სასწრაფოა, მაგრამ არა ძალიან სასწრაფო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის (SCR) გაყიდვის საკითხი, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, სასწრაფოა, მაგრამ არა ძალიან სასწრაფო.
პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, თუ რატომ არ აპირებს ერევანი გარიგების დადებას, თუ არსებობს SCR-ის 400 მილიონ დოლარად შესყიდვის შეთავაზება და ეს თანხა აღემატება რუსეთთან SCR-ის მიმდინარე მართვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის სავარაუდო ჯარიმის ოდენობას.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული 400 მილიონი დოლარი კარგი ფასია.
„მესამე ქვეყნები ინტერესს იჩენენ. ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს საკითხი არსებითად უნდა განიხილონ. ინვესტიციის მოცულობა დიდია, მაგრამ არა შეუზღუდავი. საჭიროა, ვიცოდეთ, ვინ რა საინვესტიციო პროგრამას გვთავაზობს და შევარჩიოთ საუკეთესო“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, სომხეთის რკინიგზას 2008 წლიდან რუსული „რუსეთის რკინიგზა“ მართავს, თუმცა უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ამ ინფრასტრუქტურის საერთაშორისო გამოყენება და ინვესტიციების მოზიდვა გაართულა. ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რკინიგზის მართვის უფლება რუსეთიდან სხვა, „უფრო მეგობრულ“ ქვეყანაზე უნდა გადავიდეს.