ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს პირველი აგვისტოსთვის დატოვებენ
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს პირველი აგვისტოსთვის დატოვებენ

რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს პირველი აგვისტოსთვის დატოვებენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევატყობინეთ, რომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები, 2024 წლის აგვისტო არის ბოლო ვადა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ ეს სამუშაო საკითხია და არა – პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ხასიათის.

ამასთან, კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ რუსეთმა სომხეთისგან მიიღო შეტყობინება ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების მუშაობის შეწყვეტის შესახებ. პესკოვის თქმით, ერევანთან კონტაქტები გრძელდება.

„უწყებისგან წერილი ნამდვილად მიღებულია ამ საკითხზე და უწყებების ხაზით ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტები“, – აღნიშნა პესკოვმა.