ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პრემიერობისთვის მზად არის
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პრემიერობისთვის მზად არის

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ ხალხი მას ამ პასუხიმგებლობას დააკისრებს, მზად არის, სომხეთის პრემიერი გახდეს.

მისივე თქმით, ხელისუფლება სომხეთში უკვე ხალხის ხელში გადავიდა და მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა უშედეგო იქნება.

შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვას ხვალ აპირებს.

პარალელურად, პარლამენტში აცხადებენ, რომ სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები, შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს.