ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აპრილის ბოლო კვირას დატოვებს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აპრილის ბოლო კვირას დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობას აპრილის ბოლო კვირას დატოვებს. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

„პარლამენტის პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკების შესაბამისად, თანამდებობას აპრილის ბოლო კვირას დავტოვებ. ამის შემდეგ, აუცილებელი პროცედურების მიხედვით, მეშვიდე დღეს პრემიერის წარდგენა გაიმართება. პრემიერის პოსტზე ჩემს კანდიდატურას ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ წარადგენს, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს. სხვა პარტიები კანდიდატს არ წარადგენენ, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ კი მე არ ამირჩევს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, აღნიშნულის განმეორების შემდეგ, პარლამენტს დაითხოვენ, 20 ივნისს კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.