ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობისმყოფელების შეყვანა სომხეთისთვის მისაღებია
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობისმყოფელების შეყვანა სომხეთისთვის მისაღებია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობისმყოფელების შეყვანა სომხეთისთვის მისაღებია. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ეს შეიძლება იყვნენ რუსი მშვიდობისმყოფელები.

„ჩვენთვის მისაღებია მშვიდობისმყოფელების შეყვანა. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის შეხედულებები არ ემთხვევა. თუ ვსაუბრობთ კომპრომისებზე, ამ შემთვევაში კომპრომისული ვერსია შეიძლება იყოს რუსი მშვიდობისმყოფელები. რუსეთის ფედერაციას კარგი ურთიერთობები აქვთ აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მნიშვნელოვანია რეგიონის სხვა ქვეყნების მოსაზრებების გათვალისწინებაც. მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო ძალებმა რეგიონის სტაბილიზაციას შეუწყონ ხელი და არა პირიქით ესკალაციას“,- განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობოების განლაგების იდეით მოსკოვი გამოდის.

კონფლიქტის ზონაში 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.