ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის ფორმირებასთან დაკავშირებით 2 აგვისტოს სომხეთის მთავრობა გადადგება

13:42, 30.07.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა 2 აგვისტოს გადადგება.

„ეს ჩვენი მთავრობის ბოლო სხდომაა. მე-9 მოწვევის პარლამენტის ფორმირებასთან დაკავშირებით, კვირას ჩვენ გადავდგებით“, – განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის მთავრობის გადადგომა ფორმალური პროცედურაა, რადგან მე-8 მოწვევის პარლამენტის მანდატი ივლისის ბოლოს იწურება. ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა კი 2 აგვისტოს გაიმართება, რის შემდეგაც, ქვეყნის პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს მთავრობის ფორმირება უნდა დაავალოს, რომელიც, სავარაუდოდ, კვლავ ნიკოლ ფაშინიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმათა 49.81% მიიღო.

მსგავსი