ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხურ მხარეს 105 დაღუპული ჰყავს
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხურ მხარეს 105 დაღუპული ჰყავს

აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხურ მხარეს 105 დაღუპული ჰყავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

გასულ დღეს სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ბოლო დღეების კონფლიქტის შედეგად 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეებს შორის დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.