ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიის 100-კაციანმა ჯგუფმა სომხეთში დივერსიული შეღწევა უშედეგოდ სცადა
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიის 100-კაციანმა ჯგუფმა სომხეთში დივერსიული შეღწევა უშედეგოდ სცადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის 100-კაციანმა ჯგუფმა სომხეთში დივერსიული შეღწევა უშედეგოდ სცადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აზერბაიჯანის დივერსიული დაჯგუფება პოზიციების აღებას ცდილობდა, თუმცა სომხეთის არმიის სამხედროებმა მოწინააღმდეგის გადაადგილება შეამჩნიეს და საპასუხო ზომების მიღების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს.

სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დივერსიული ჯგუფის მოქმედების პარალელურად, აზერბაიჯანელი სამხედროები მიმდებარე პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს ბომბავდნენ.