ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა
ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ მან დღეს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

საუბრისას მან ხაზი გაუსვა ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებაზე, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი, 12 ივნისს ჩვენი პატიმრების დაბრუნების ორგანიზებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.