ნიკოლ ფაშინიანი 7 ივლისს სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვევა
ნიკოლ ფაშინიანი 7 ივლისს სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშნიანი 7 ივლისს რუსეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, რა დროსაც შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

შეხვედრაზე სომხურ-რუსულ სტრატეგიულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა დაგეგმილი.

გარდა ამისა მხარეები 2020 წლის 9 ნომებრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი დეკლარაციების შესრულების, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების, აგრეთვე რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხებს განიხილავენ.