ნიკოლ ფაშინიანი მომავალ კვირაში რუსეთში ჩავა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. რუსული მედიის თანახმად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ქალაქ ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში – „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“. სესია 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.
რუსეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, მიხაილ მიშუსტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ.
პირველ ივლისს მიშუსტინმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ამბობენ, საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.
მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობებსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე ისაუბრა. პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი არ უგულებელყოფს თავისი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს.