ნიკოლ ფაშინიანი გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. მან საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენს ერებს შორის მჭიდრო მეგობრობა და კავშირი არსებობს, ისევე როგორც უმაღლესი დონის ორმხრივი თანამშრომლობა სომხეთსა და საქართველოს შორის. ეს ურთიერთობა ჩვენი სახელმწიფოებისთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება“ – წერს ფაშინიანი მისალოც წერილში.