ნიკოლ ფაშიანიანი პოლიტიკურ ძალებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისა და კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს
ნიკოლ ფაშიანიანი პოლიტიკურ ძალებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისა და კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანიანი პოლიტიკურ ძალებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისა და კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს.

სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა, ონიკ გასპარიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რის შემდეგაც სიტუაციის მოსაგვარებლად ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები დაიწყება.

ფაშინიანი მზადყოფნას გამოთქვამს კონსულტაციებისთვის იმ პარტიებთანაც, რომლებიც მთავრობას უმკაცრესად აკრიტიკებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მთავრობის ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ოპოზიციური პარტიები არსებულ ვითარებაზე სამსჯელოდ ქვეყნის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან დელეგაციას გაგზავნიან.