ნიკო ქაჯაია, საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე - დოკუმენტური ფილმი

საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად გამოვა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკო ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილებს“ (lets count the smiles) შეასრულებს.

მაყურებელს შეუძლია, იხილოს დოკუმენტური ფილმი, რა გზა გაიარა ნიკო ქაჯაიამ ევროვიზიამდე.

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.