ნიკო მჭედლიშვილი - „ფრონტერასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებით საქართველომ აშშ-ს აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა
ნიკო მჭედლიშვილი - „ფრონტერასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებით საქართველომ აშშ-ს აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებით საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს, ამერიკულ ბიზნესს ხელი შეუწყოს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს ამერიკულ ბიზნესს ხელი შეუწყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, „ფრონტერას“ მოესპობა შესაძლებლობა, ამერიკელ კანონმდებლებს ლობისტების დახმარებით დროდადრო აწოდოს არასწორი ინფორმაცია და დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ბიზნესგარემოსი“, – წერს მჭედლიშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, „ფრონტერამ” სახელმწიფოს დაუბრუნა ტერიტორიის ის 99 პროცენტი, სადაც მას ძებნა-ძიება უნდა ეწარმოებინა, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.