ნიკო კოვაჩი - ჩვენი მიზანია, „მონაკომ“ ადგილი ლიდერებს შორის დაიბრუნოს
„მონაკოს“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თვითონ და მის გუნდს ამბიციური გეგმები აქვთ.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. „მონაკოს“ კი იმიტომ შევუერთდი, რომ ეს დიდი ტრადიციების კლუბია, – ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს Fotmob. – „მონაკოს“ ბოლო წლები წარმატებული არ იყო. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებს შორის დავაბრუნოთ“.
საფრანგეთის ნაადრევად შეწყვეტილი ჩემპიონატი „მონაკომ“ მეცხრე ადგილზე დაამთავრა.