ნიკო კოვაჩი – ჩვენი მიზანია, „მონაკომ“ ადგილი ლიდერებს შორის დაიბრუნოს

15:18, 22.07.2020

„მონაკოს“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თვითონ და მის გუნდს ამბიციური გეგმები აქვთ.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. „მონაკოს“ კი იმიტომ შევუერთდი, რომ ეს დიდი ტრადიციების კლუბია, – ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს Fotmob. – „მონაკოს“ ბოლო წლები წარმატებული არ იყო. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებს შორის დავაბრუნოთ“.

საფრანგეთის ნაადრევად შეწყვეტილი ჩემპიონატი „მონაკომ“ მეცხრე ადგილზე დაამთავრა.

მსგავსი