ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ საფრანგეთში წიგნი გამოიცა
ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ საფრანგეთში წიგნი გამოიცა

ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ფრანგულენოვანი მკითხველისთვისაც არის ხელმისაწვდომი.

ქართველი მწერლისა და მთარგმნელის, პროფესორ გასტონ ბუაჩიძის წიგნი „ფიროსმანი“, ანუ „ირმის განავარდება“, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, საფრანგეთში გამოიცა.

პროექტი გამომცემლობა Editions Coiffard-მა განახორციელა. წიგნი წარმოადგენს გასტონ ბუაჩიძის ტრილოგიის “სადღეგრძელო თევზით” პირველ ნაწილს.