ნიკო ფიროსმანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

07:57, 15.05.2018

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „გალერეაში“ ნიკო ფიროსმანის 100 წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე გამოიფინება ასოციაციის წევრი 22 მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 100-მდე ნიმუში – სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები.

ღონისძიება ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის ინიციატივით ხორციელდება.

ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია 1988 წელს დაფუძნდა. ასოციაცია ატარებს შემოქმედებით ღონისძიებებს: ძირითადად, აწყობს გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ. ასოციაციაში გაერთიანებულია 64 ქართველი და უცხოელი მხატვარი.

გამოფენა დღეს გაიხსნება და 21 მაისამდე გაგრძელდება.

მსგავსი