ნიკი ჰეილი რუსეთს კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებს
ნიკი ჰეილი რუსეთს კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებს

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი რუსეთს ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

ნიკი ჰეილის თქმით, რუსეთი ასევე ეხმარება ჩრდილოეთ კორეას გვერდი აუაროს სანქციებს.

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც გააჩნია.

ჰეილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, სანქციების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია.