ნიკარაგუის ავტორიტარული მთავრობა და ოპოზიცია სამშვიდობო ზავზე შეთანხმდა
ნიკარაგუის ავტორიტარული მთავრობა და ოპოზიცია სამშვიდობო ზავზე შეთანხმდა

პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებების შესაჩერებლად, ნიკარაგუის კათოლიკურმა ეკლესიამ დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა. ნიკარაგუის ავტორიტარულ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი გაფორმდა.

მასობრივი არეულობა და საპროტესტო აქციები 19 აპრილს პრეზიდენტ დანიელ ორტეგას გადაწყვეტილებას მოჰყვა. ორტეგამ პენსიები და სოციალური დახმარება შეზღუდა. აქციების დასაშლელად მან სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა. საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და აქტივისტებს შორის ბოლო ორ თვეში 170-მდე ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა.