ნიკა ვაჩეიშვილი - გენგეგმაზე მსჯელობისას მთავარია პრინციპებზე დავა და არა წერტილ-მძიმეზე, რასაც დღეს მერია აკეთებს
ნიკა ვაჩეიშვილი - გენგეგმაზე მსჯელობისას მთავარია პრინციპებზე დავა და არა წერტილ-მძიმეზე, რასაც დღეს მერია აკეთებს

დავრწმუნდი, რომ ეს გენგეგმა არის ის, რაზეც ჩვენ შეიძლება ვიმუშაოთ, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვაჩეიშვილი მერიას მოუწოდებს, ნუ ჩაიკეტებიან კაბინეტებში და შეხვდნენ პროფესიონალებს.

„ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. პირადად დავრწმუნდი, რომ ეს გენგეგმა არის ის გენგეგმა, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვიმუშაოთ, პროფესიონალებმა იმუშაონ, გამოადგეს ქალაქს და დაიცვას ქაოტური ჩარევებისგან. მთავარია პრინციპებზე დავა და არა წერტილ-მძიმეზე, რასაც დღეს მერია აკეთებს.

ამიტომ, ვურჩევ მერიას, შეხვდეს პროფესიონალებს, ნუ ჩაიკეტება კაბინეტებში და ნუ იქნებიან ერთი და ორი პროფესიონალის იმედზე. ფართო სპექტრს აჩვენონ ეს გეგმა და ვფიქრობ, იქნება ერთიანი კონსენსუსი, რომ ეს გენგეგმა შეიძლება ვაქციოთ დაცვის ძალიან კარგ ინსტრუმენტად“,-განაცხადა ვაჩეიშვილმა.