საკალათბურთო კლუბ „ჰიუნდაისა“ და ესპანურ „ზენტროს“ შორის თანაშრომლობის ფარგლებში 15 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკა სანაძე მადრიდის „ზენტრო აკადემიაში“ გადავიდა. იგი სანაძეების საკალათბურთო ოჯახიდანაა, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება.
ნიკა ესპანეთში უკვე გაემგზავრა და „ზენტრო აკადემიაში“ ვარჯიშობს. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული საკალათბურთო ორგანიზაცია, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს მოთამაშეების სწორი მიმართულებით აღზრდას. ჰყავს ყველა ასაკის გუნდი, რომლებიც წარმატებით გამოდიან ესპანეთის ჩემპიონატებში.
შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო კლუბ „ჰიუნდაისდან“ ევროპაში კიდევ არაერთი კალათბურთელი წავიდა. ნიკა თანანაშვილი და ბესო გიგაური ამ სეზონში „ბასკონიას“ აკადემიაში ვარჯიშობენ.
რაც შეეხება „ზენტროს“, იქ ნიკა სანაძე ერთი ქართველი არ იქნება: აკადემიაში ირიცხებიან ლუკა ალავიძე და გიორგი ფართლაძე.