ნიკა საბანაძემ კარიერა დაასრულა - მიზეზი ხერხემლის ტრავმაა
ნიკა საბანაძემ კარიერა დაასრულა - მიზეზი ხერხემლის ტრავმაა

ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელმა, 29 წლის ნიკა საბანაძემ კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ რეალურია.

საქმე ისაა, რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა თავდამსხმელმა შარშან ხერხემლის ტრავმა მიიღო, თურქეთში იმკურნალა – რვა თვე ტრავმას ებრძოდა, თავს აჯობა და სეზონის დასაწყისში, ყველასთვის მოულოდნელად ეროვნულ ლიგაში ისევ ითამაშა.

სამწუხაროდ, ტრავმამ თავი ისევ შეახსენა და ლიგის 29 წლის ასაკში მოთამაშემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. სხვაგვარად, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა.

საბანაძეს უთამაშია ქუთაისის „ტორპედოში“, „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, მარტვილის „მერანში“, კვიპროსული „ეთნიკოსსა“ და ირანული „სიაჰიში“, „საბურთალოში“, „სამტრედიაში“ და ბათუმის „დინამოში“ იყო საქართველოს ნაკრების კანდიდატი.