ნიკა ქუთათელაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის „როდეზში“ ითამაშებს #1TVSPORT
ნიკა ქუთათელაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის „როდეზში“ ითამაშებს #1TVSPORT

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ნიკა ქუთათელაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდში, „როდეზში“ ითამაშებს – ინფორმაციას ფრანგული კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ჩვენი კლუბი მოხარულია გამოაცხადოს, რომ 2022/23 სეზონში მეხუთე ახალწვეული ნიკოლოზ ქუთათელაძეა, რომელიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ზაფხულის წინასასეზონო შეკრებაზე შემოგვიერთდა. ნიკოლოზ ქუთათელაძემ „როდეზში“ ორი სეზონით ითამაშებს“, – წერია ფრანგული კლუბის განცხადებაში.

საქართველოში დაბადებული ქუთათელაძე ოჯახთან ერთად ჯერ ჩეხეთში გადავიდა და პრაღის „სპარტას“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი საფრანგეთში „ლილის“ და „პარი სენ ჟერმენის“ სისტემაში ვარჯიშობდა.

მერე გადავიდა რუსეთში და ჯერ მახაჩკალას „ანჟიში“ ჩაირიცხა, შემდეგ კი მოსკოვის „სპარტაკის“ დუბლშემადენლობაში. 21 წლის თავდამსხმელს შეუძლია თამაში როგორც შეტევის წინა ხაზზე, ასევე ფლანგებზე. ქუთათელაძე კლუბს 2024 წლამდე შეუერთდება და 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ის ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „როდეზში“ ჩავირიცხე. მოუთმენლად ველოდები გუნდში თამაშის დაწყებას“, – ასეთი ლაკონური იყო მოთამაშის კომენტარი.