ნიკა ობოლაძე - ყველას ტოტალურად უსმენენ, აკონტროლებენ ადამიანების ტელეფონებს, შემოდიან სახლში, საძინებლებში, სამზარეულოში
ნიკა ობოლაძე - ყველას ტოტალურად უსმენენ, აკონტროლებენ ადამიანების ტელეფონებს, შემოდიან სახლში, საძინებლებში, სამზარეულოში

ყველას ტოტალურად უსმენენ, აკონტროლებენ, მათ შორის აკონტროლებენ ადამიანების ტელეფონებს, შემოდიან სახლში, საძინებლებში, სამზარეულოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყნის ხელისუფლებას სირაქლემას პოზაშია.

„ჩემს ირგვლივ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაადასტურა, რომ იმ კრებსებში რაც წერია, გადახდათ მათ თავს და დაადასტურა კრებსის ავთენტურობა. გამოდის რომ მრავალი ათეულ ათასი დოკუმენტი არსებობს და ამ დოკუმენტებში არის მოყოლილი პირად მიმოწერაში ვინ რას წერს მეგობარს, ვინ წერს, რომ სადილი ჩაეწვა, ვინ წერს, რომ რაღაც პოლიტიკური განცხადების გაკეთება უნდა და ა.შ. არის უამრავი მასალა, ყველას ტოტალურად უსმენენ, აკონტროლებენ და მათ შორის აკონტროლებენ ადამიანები ტელეფონებს, შემოდიან სახლში, საძინებლებში, სამზარეულოში. ეს არის აუცილებლად დასასრულებელი, სხვა შემთხვევაში ჩვენ გამოვდივართ, რომ ადამიანები არ ვართ და თავისუფლება გვაქვს შეზღუდული, პატიმრის როლში ვართ და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. 2 ოქტომბერს ამას პასუხი უნდა გაეცეს. უმძიმესი დანაშაული არის სახელმწიფოს მხრიდან. გამოძიების არდაწყება არის მათი სირაქლების პოზაში ყოფნა, თითქოს არაფერი ხდება ეს არი სირაქლების პოზაში ყოფნა“, – განაცხადა ობოლაძემ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.