ნიკა ობოლაძე - სააკაშვილის ჩამოსვლის დრო და ფორმა შეიცავს ბევრ რისკს, რაც სრულად აქვს გაცნობირებული, ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ყველაფერი, თვითმფრინავი არ დასვას ან სხვა აეროპორტში დასვას
ნიკა ობოლაძე - სააკაშვილის ჩამოსვლის დრო და ფორმა შეიცავს ბევრ რისკს, რაც სრულად აქვს გაცნობირებული, ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ყველაფერი, თვითმფრინავი არ დასვას ან სხვა აეროპორტში დასვას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ბევრ რისკს შეიცავს, რაც სააკაშვილს სრულად აქვს გაცნობიერებული.

მისივე თქმით, გეგმები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. ნიკა ობოლაძის განმარტებით, „მშვიდობიანად, რეფერენდუმის შედეგების დაცვა სურთ“.

„მიშას ჩამოსვლა, ისევე როგორც დრო და ფორმა, შეიცავს ბევრ რისკს და ეს რისკები სააკაშვილს სრულად აქვს გაცნობირებული. ამიტომ, პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე არის. ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება, შესაბამისად, გეგმებიც ეტაპობრივად იქნება გაცნობილი, მათ შორის სააკაშვილის მეირ. ამიტომ, ახლა რომ გითხრათ, რასაც ველოდებით, ეს არის უკიდურესად მშვიდობიანად რეფერენდუმში მოგება, სააკაშვილის ჩამოსვლა, ამ შედეგების დაცვა და შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი არის შესაძლებელი, ისიც, რომ თვითმფრინავი არ დასვას, ისიც რომ სხვა აეროპორტში დასვას, აბსოლუტურად ყველაფერი არის მოსალოდნელი. ამიტომ ვამბობ, რომ რისკები აქვს ამ გადაწყვეტილებას, დიდი რისკები აქვს. ეს არის სააკაშვილის გადაწყვეტილება. მათ შორის ქვეყნისთვის არის სარისკო, შეიძლება, მის არ ჩამოსვლას მოჰყვეს ქვეყნის მთლიანად რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, საბოლოოდ და გამოუსწორებლად.

ჩვენი მოლოდინით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, დაწყებული იმით, რომ საერთოდ არ დასვას თვითმფრინავი. ჩვენ ვართ უკიდურესად მშვიდობიანები, გვინდა შედეგების დაცვა, რომ როდესაც „ოცნება“ ვერ აიღებს 43 პროცენტს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მან თქვა, რომ ჩამოდის და დადო ბილეთი, შესაბამისად, ის ჩამოდის. რაც შეეხება სხვა დეტალებს, რა ფორმით, როგორ ჩამოდის, ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.