ნიკა ობოლაძე - გვჭირდება ხელისუფლებაზე ზეწოლა და იმ მოთხოვნების შესრულებაზე იძულება, რასაც დააყენებენ აქციის ორგანიზატორები
ნიკა ობოლაძე - გვჭირდება ხელისუფლებაზე ზეწოლა და იმ მოთხოვნების შესრულებაზე იძულება, რასაც დააყენებენ აქციის ორგანიზატორები

გვჭირდება ხელისუფლებაზე ზეწოლა და იმ მოთხოვნების შესრულებაზე იძულება, რასაც დააყენებენ ორგანიზატორები და იტყვიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი.

„ეს ფართო საპროტესტო მოძრაობა არის მოძრაობა, რომლის ორგანიზატორებიც არიან სამოქალაქო გაერთიანება „შინ ევროპისკენ“ ამ სახელწოდებით, რომელშიც გაერთიანებულია მრავალი ორგანიზაცია და სამოქალაქო პირი. შესაბამისად, ისინი, ორგანიზატორები თავად გააკეთებენ განაცხადს კონკრეტული მოთხოვნების შესახებ. რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ რასაც ვითხოვთ, არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რაც ევროკომისიამ საქართველოს მისამართით გააცხადა და ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი აღსრულდეს, ჩვენ გვსურს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, აქ არანაირი პოლიტიკური და პარტიული დღის წესრიგი არ არსებობს გარდა ერთისა, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამისთვის უნდა გააკეთოს ყველაფერი. ჩვენ ვუერთდებით, ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ არ გვაქვს პარტიული დღის წესრიგი. ჩვენ გვაქვს საერთო დიდი დღის წესრიგი, რასაც ჰქვია, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ვუერთდებით ამ აქციას, ვუერთდებით იმ მოთხოვნებს, რაც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მარტივ რამეს, საქართველო დაბრუნდეს შინ ევროპისკენ, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ჩვენი გეგმა არის, გამოვხატოთ ხალხის მხარდაჭერა ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით და ჩვენი გეგმა არის, ვიყოთ ამ პროცესის მონაწილე, რათა შედეგს მივაღწიოთ. განსაკუთრებული ცალკე გეგმები არ გვაქვს, ერთიანი პროცესია ეს. პირველი, ჩვენ გვჭირდება მასობრივი, მშვიდობიანი გამოსვლები. გვჭირდება ხელისუფლებაზე ზეწოლა და იმ მოთხოვნების შესრულებაზე იძულება, რასაც დააყენებენ ორგანიზატორები და იტყვიან. კონკრეტულად მთავრობასთან დაკავშირებით ორგანიზატორები გაავრცელებენ თავის აზრს და ჩვენ ვეთანხმებით ამას. ეს საპროტესტო მოძრაობაც სწორედ მიმართულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამას თუ დასჭირდება დიახ, მთავრობის ცვლილება, უნდა შეიცვალოს მთავრობა. ჩვენი მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მიღება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, თუ დასჭირდება მთავრობის ცვლილება, დიახაც, მთავრობა უნდა შეიცვალოს და იყოს ტექნიკური მთავრობა“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

დატოვე კომენტარი