ნიკა ობოლაძე - გამოვიყენებთ აქციების, ასევე არჩევნების ინსტიტუტს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა
ნიკა ობოლაძე - გამოვიყენებთ აქციების, ასევე არჩევნების ინსტიტუტს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა

ჩვენ როგორც აქციების, ისე არჩევნების ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

„პირველ ტურში ოპოზიციამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და „ქართულმა ოცნებამ“ მთელ რიგ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა. ვგეგმავთ მეორე ტურში მთელი ძალებით შევიდეთ, ვიბრძოლოთ, გავიმარჯვოთ და შესაბამისად, დიდ ქალაქებში „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ეს იქნება პირველი დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება კოალიციური მთავრობით.

აქციები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის არის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რადგან ის პოლიტპატიმარია. აქციებთან ერთად არის არჩევნებისთვის მზადება. ჩვენ როგორც აქციების, ისე არჩევნების ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.