ნიკა ობოლაძე - ცვლილებები დაწყებულია და მოიტანს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას
დღეს აქციას ვმართავთ, რათა გავაპროტესტოთ ამ ქვეყნის მთავარი პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და ვუთხრათ მას, რომ დიდი ხანი არ იქნება პატიმრობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, ცვლილებები დაწყებულია, ეს ცვლილებები მოიტანს როგორც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, რაც მთავარია, ქვეყნის თავისუფლებას და ეს არის გარდაუვალი.
„დღეს აქცია არის იმის, რომ ეს უსამართლობა არავის შერჩება. ყველას შევახსენებთ ჩვენს თავს და ვაჩვენებთ, რომ გამორიცხულია, პატიმრობაში დარჩეს ქვეყანა და პატიმრობაში დარჩეს სააკაშვილი. ეს არის ოცნების მოკლევადიანი ტრიუკი. ძალიან მშვიდად ვუყურებთ ამ ყველაფერს, რადგან ცვლილებები უკვე არჩევნების გზით გაფორმდა და ეს ცვლილებები გაღრმავდება მეორე ტურში“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.