ნიკა ობოლაძე - 14 ოქტომბრის აქციის მოთხოვნებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება, აქცია ღიაა პოლიტიკური ლიდერებისთვის
ნიკა ობოლაძე - 14 ოქტომბრის აქციის მოთხოვნებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება, აქცია ღიაა პოლიტიკური ლიდერებისთვის

14 ოქტომბრის აქცია არის მიმართული, რომ ქვეყანაში გამოიწვიოს ცვლილებები, მოხდეს პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, მეორე ტურში გაფორმდეს ოპოზიციის გამარჯვება, რაც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, აქციის მოთხოვნებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება.

„ისინი აღიარებენ, რონ ქვეყანაში არის პოლიტიკურ დევნა, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამიტომ ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერიც იქნება ამ აქციაზე. აქცია ღია არის პოლიტიკური ლიდერებისთვისაც და ველოდებით ბევრ სხვა ლიდერს ინდივიდუალურადაც. საბოლოო ჯამში, ეს აქცია არის ქვეყანაში ცვლილებების გამოწვევის, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, მეორე ტურში გაფორმდეს ოპოზიციის გამარჯვება, რაც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობამდე“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.