ნიკა ნინუამ პაოკ-ში პირველად ითამაშა
ნიკა ნინუამ პაოკ-ში პირველად ითამაშა

ნიკა ნინუამ თავის ახალ კლუბში, სალონიკის პაოკ-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა – 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ათენში „პანათაიკოსთან“ გამართულ შეხვედრაში ითამაშა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო.

ეს პაოკი-სთვის ბოლო ამხანაგური მატჩი იყო საბერძნეთის სუპერლიგის დაწყებამდე და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩამდე. გუნდი ათენში სხვადახვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელების გარეშე წავიდა. ამის გამო, შანსი რამდენიმე ახალწვეულს მიეცა, მათ შორის ნიკა ნინუას. „დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ნინუა პაოკ-ში ოფიციალურად 14 აგვისტოს წარადგინეს. ქართველმა სალონიკის კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 32-ე ნომრიანი მაისურით თამაშობს. მხარეების შეთანხმებაში არის პუნქტი – თუ რომელიმე გუნდი ნინუას გადაყვანით დაინტერესდება, ვალდებულია, პაოკ-ს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.