ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს
ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

სასამართლო სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ნიკა მელიას მეგობრები და ახლობლები.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.