ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო

ნიკა მელიას დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლო განხილვა 13 მაისს გაგრძელდება.

პროცესის გადადების შუამდგომლობა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დააყენა. მისი თქმით, ინიცირებულია ამნისტიის კანონი და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს პროცესის გადადება, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კი განაცხადა, რომ ამნისტიის კანონის ინიცირება პროცესის გადადების არგუმენტი ვერ იქნება. მოსამართლოის თქმით, თუ დაცვის მხარე არ იყო მომზადებული შესავალი სიტყვის სათქმელად, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდებოდა პროცესის გადადება.

მოსამართლის პასუხად დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მომზადებული არ იყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, რადგან წინა პროცესზე მას დარბაზი დაატოვებინეს.