მელიას საქმეზე სასამართლოში ადმინისტრაციული სხდომა მიმდინარეობს
მელიას საქმეზე სასამართლოში ადმინისტრაციული სხდომა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე ადმინისტრაციული სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება 11 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციას, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მართავდა. ნიკა მელიას განმარტებით, მისი დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

„ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია მოიყვანოს პრეცედენტი, როდესაც აკავებენ ადამიანს და მაღალი თანამდებობის პირები არიან დამკავებლები. ყველა ის ადამიანი, ვინც გამიტაცა რუსთაველის გამზირიდან, იყო და არის მაღალჩინოსანი პოლიციის, რომლის მიმართაც დევნაა დაწყებული ჩვენი სარჩელის საფუძველზე, თუმცა ისინი დროში წელავენ. გაუგებრად შედგენილი ოქმის საფუძველზე ახლა ვარ იქ, სადაც ვარ. ვარწმუნებ ყველა მაღალი თანამდებობის პოლიციელს, რომლებიც პოლიციელის მუნდირს არცხვენენ, ისინი ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლი აქვს წარდგენილი – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა.