ნიკა მელიას პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ნიკა მელიას პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სასამართლოს ეზოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც აქციაზე მყოფები აცხადებენ, მათ აქვთ მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გაათავისუფლებს.

სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია.